ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ისრაელს ხვალ ეწვევა

  საქართველოს პრემიერირაკლი – მინისტრი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში მიემგზავრება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ისრაელის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება და ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდება. დელეგაციის შემადგელობაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ რევაზიშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები