„მაგთიკომის“ ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებას თვითრეკლამის ნაცვლად ქვეყანაზე ზრუნვას უწონებს

ბორჯომის ხეობის სტიქიის ზონაში ხელისუფლების ქმედებებს დადებითად აფასებს კომპანია „მაგთიკომის“ ყოფილი პრეზიდენტი, „არიკ ჯგუფის“ დირექტორი დევიდ ლი. ამ საკითხზე ის სოციალურ ქსელში წერს.

“ფინანსთა მინისტრმა მოინახულა ხანძრის არეალი. მომწონს მათი ასეთი ზრუნვის ფორმა. უდიდესი კონტრასტია იმ ხმამაღალ სლოგანებსა და საკუთარი თავის რეკლამირებასთან, რომელსაც წინა ხელისუფლება მიმართავდა. ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც არჩეული მთავრობის საჯარო ნდობაში გამოიხატება. ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანების. გარდამავალ პერიოდს საქართველო ძალიან დიდი ტემპით გადის”, – წერს სოციალურ ქსელში დევიდ ლი.

დევიდ ლი ასევე არის ევროპის ფონდის საბჭოს თავმჯდომარე და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარე.

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბორჯომის ხეობაში გუშინ ჩავიდა, სადაც არსებულ ვითარებასა და ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებს გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები