მსოფლიო ბანკი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სტიქიასთან ბრძოლის კუთხით

მსოფლიო ბანკი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სტიქიასთან ბრძოლის კუთხით. შესაბამისი განცხადება მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკი მზად არის დახმარებისთვის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით. როგორც ტემბონმა განაცხადა, თავდაპირველად მოხდება სიტუაციის შეფასება, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავენ იმ საკითხებს, რა კუთხით მოხდეს დახმარება კონკრეტულად.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო შტაბში შეხვდა. შეხვედრას საგანგებო შტაბის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები