ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა მუშაობა დღეს დილიდან განაახლეს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ქართული, ორი აზერბაიჯანული, ორი თურქული, ერთი ბელორუსული ვერტმფრენი და ერთი თურქული თვითმფრინავია ჩართული.
გარდა ამისა, სტიქიის ზონაში მომუშავეებს დღეს დილით ქართველი სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ბორჯომის ხეობაში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდნენ.
სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები