თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
„დიდუბის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სტანისლავსკის, კვინიტაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის მცხოვრებლებს; 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, ლისის საკრებულოს ტერიტორიის, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, მინდელის, ნუცუბიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე 30 წუთიანი ინტერვალით შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის ჩიხის, ნადარეიშვილის და წულაძის ქუჩების მახოვრებლებს; 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), დოლაბაურის, ბოჭორმის, ლეხ კაჩინსკის, პატარძეულის და იორის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის და ლებანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წერონისის, მაჩხაანის, ლაითურის, ზედამზის, ჟღენტის და პიონერის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, გობრონიძის და ნოზაძის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭედიას, შუშის, სარაჯიშვილის, ტაძრის, წყალსადენის და ლაზოს ქუჩების მცხოვრებლებს; 13:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 17: საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, სამშენებლო დასახლების, ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, მოსტკოვის, ენგურჰესის და ცისკარიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს“, – აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები