სტოლტენბერგი: რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნას

ცივი ომის შემდეგ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად. თუმცა, რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროპაში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იტალიაში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყირიმის ანექსია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთი ქვეყნის მიერ მეორის ტერიტორიის ძალისმიერი მითვისების პირველი შემთხვევაა.

“რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნას. ეს არის კონფლიქტი, რომელსაც 10 000 უკრაინელი შეეწირა და უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა”, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით ნატომ რუსეთთან კომპრომისის ყველანაირი გზა ეძება,თუმცა ალიანისის გადაწყვეტილებით, როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვეტილია

სტოლტელბერგი, მსოფლიოს მთავარ გამოწვევას, ტერორიზმსაც შეეხო.

”ჩვენს ღია და თავისუფალ საზოგადოებაში ტერორისტული აქტის პრევენცია ძნელია. თუმცა, ჩვენ არასდროს შევეგუებით ტერორიზმს. ჩვენი საზოგადოება ერთად დგომით და ღირებულებების დაცვით დაამარცხებს ტერორიზმს”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი იტალიაში შეხვედრებს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები