საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას აქციის მონაწილეებს აკისრებს

საქართველოს რკინიგზა ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში, შენობაში განთავსებულია სხვადასხვა სამსახური, ასევე აპარატურა და აქ უცხო პირების შემოჭრა დაუშვებელია, ეს არის კანონდარღვევა, – ამის შესახებ სს ”საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნანა კლარჯეიშვილმა განაცხადა.

ნანა კლარჯეიშვილის განმარტებით რკინიგზის დირექცია გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს.

კლარჯეიშვილი თვლის, რომ შენობაში შეჭრა ძალადობრივი მეთოდებით დაუშვებელია.
”მიუხედავად იმისა, რომ მოშიმშილეებს არ აქვთ პროტესტის გამოხატვის ობიექტური საფუძველი იქიდან გამომდინარე, რომ ყველა პრობლემა, იქნებოდა ეს საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუ ტრანსპორტის საკითხი გადაწყვეტილია, ისინი კვლავ აგრძელებენ შიმშილობას. ეს გრძელდება თითქმის 10 დღეა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელემა დღეს სასამართლო პროცესზე დაადასტურეს, რომ მათ შიმშილობის გამოხატვაში ხელს არავინ უშლის, ანუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება მათთვის უზრუნველყოფილია.

ალბათ სწორედ ეს გახდა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველი. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მათთვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ასევე სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი განმარტება, რომ მოქმედი კანონმდებლობა, კონვენცია არ გულისხმობს გამოხატვისა და შეკრების უფლებაში აუცილებლად კარვების და არა ერთი კარვის გაშლის უფლებას. მიგვაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, როცა უარი უთხრა მათ კარვების გაშლაზე. სწორედ ალბათ ამას მოჰყვა ის აგრესია და რეაქცია, რაც მე ტელევიზიის საშუალებით ვიხილე”, – განაცხადა ნანა კლარჯეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები