ილია მეორე: შევთხოვოთ უფალს, მოგვცეს მშვიდობა, დაამშვიდოს საქართველო და დააწყნაროს ბუნება

 

„ეს არის მოვლენა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ზოგან ხდება წყალდიდობა, ზოგან ტაიფუნი, ზოგან ქარიშხლები. ჩვენ ეს განსაცდელი მოგვივლინა ღმერთმა.“-ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სტიქიის ზონაში, საგანგებო შტაბში სტუმრობის დროს განაცხადა.

პატრიარქმა ბორჯომის ხეობაში მომხდარი ეროვნულ ტრაგედიად შეაფასა.

„იმედი მაქვს, ღვთის ძალითაა და მადლით ყველფერი აღდგება. 3-5 წელიწადში ისევ ისეთი გამწვანებული იქნება, როგორიც – ადრე.

ახლა ყველას ვთხოვ, რომ ყველაფერი დავივიწყოთ, ადამიანური ზრუნვა, ადამიანური ფიქრები და შევთხოვოთ უფალს, რომ მშვიდობა მოგვცეს, დაამშვიდოს საქართველო და დააწყნაროს ბუნება. ჩვენთან არს ღმერთი.

ამ მოვლენამ ჩვენი ხალხი გაამთლიანა, გააერთიანა და თითქოს ერთმანეთს ამოვუდექით მხარში“, – განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები