რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა წარუდგინა. ახალი გუბერნატორი მუშაობას შეუდგა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, არჩილ ჯაფარიძეს საჯარო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო წლებში ის იყო მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე და კარგად იცნობს რეგიონის საჭიროებებს.
„დარწმუნებული ვარ, ახალი გუბერნატორი თავისი გამოცდილებით გუნდთან ერთად, წარმატებულ ნაბიჯებს გადადგამს რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა გულედანმა.
უწყების ინფორმაციით, არჩილ ჯაფარიძემ 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2014-2017 წლებში ეკავა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტი, მანამდე იყო ამბროლაურის საკრებულოს წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები