გია ვოლსკი: დივერსიის რეალობაზე ფიქრის და შესაბამისი მოქმედებების საფუძველი რეალურად არსებობს

“ნაჩქარევი დასკვნები არაა მიზანშეწონილი, თუმცა დივერსიის რეალობაზე ფიქრის და შესაბამისი მოქმედებების საფუძველი რეალურად არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც დეპუტატი მიიჩნევს, ხანძრები მას შემდეგ გახშირდა, რაც საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ე.წ. „ანტისახანძრო ხნულები“ გაივლო.
„ხანძრების სერია დაიწყო საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ეგრეთ წოდებული „ანტისახანძრო ხნულების“ გავლების შემდეგ. ნაჩქარევი დასკვნები არაა მიზანშეწონილი, თუმცა დივერსიის რეალობაზე ფიქრის და შესაბამისი მოქმედებების საფუძველი რეალურად არსებობს. ასეთ დროს საზოგადოების ყურადღებაც მნიშვნელოვანია. ძალები საკმარისია“, – ამბობს პარლამენტარი.
შეგახსენებთ რომ, აკა სინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონის აღმოჩენის შესახებ იუწყებოდა. „დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში. ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ“, – წერს სინჯიკაშვილი.
ხეობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები