სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს სპეციალისტებმა კონსულტაციები გაუწიეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მასშტაბური პროექტის – „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ფერმერების ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და თხილის ბაღის გაშენების, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს.
აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, 21-დან 24 აგვისტოს ჩათვლით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ფერმერებს გააცნობენ და კონსულტაციებს ადგილზე გაუწევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები