მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 52 მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის კილომეტრ-ნახევრიან მონაკვეთზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “შსს-ს მაშველების პროფესიონალური და ოპერატიული რეაგირების შედეგად, ყველა სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა”.
მაშველების მიერ გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 4 წლის გოგონა, ყველაზე ასაკოვანი კი 84 წლის მამაკაცი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები