ესპანეთში განხორციელებული ტერაქტის მონაწილეები 12-კაციანი ჯგუფის წევრები არიან

ესპანეთში განხორციელებული ტერაქტის მონაწილეები 12-კაციანი ჯგუფის წევრები არიან – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა El Pais ავრცელებს.
როგორც კატალონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ხოაკიმ ფორნმა განაცხადა, ჩრდილოკატალონიურ ქალაქ რიპოლში დაკავებულია მესამე ეჭვმიტანილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ თავდასხმის შემდეგ, პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა იმ ფურგონის მძღოლი, რომელიც ხალხს შეეჯახა.
პოლიცია ამ დრომდე ეძებეს ბარსელონაში თავდასხმის სავარაუდო მონაწილეს, 17 წლის მუსა უკაბირს. გამოძიება ვარაუდობს, რომ სწორედ ის მართავდა ფურგონს რამბლას ბულვარში. ამასთან, ქალაქ კამბრილში პოლიციამ თავდასხმის ხუთი მონაწილე მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები