ირაკლი კობახიძე: ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის გმირობა საქართველოს ისტორიასა და მომავალ თაობებს დარჩება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის გმირობა საქართველოს ისტორიასა და მომავალ თაობებს დარჩება. “დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი გმირის, გაუტეხავი, ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართული სულის სიმბოლოს – გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა სწორედ ასეთი გმირების მხრებზე იდგა.
სწორედ გიორგი ანწუხელიძის მსგავსი ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ ახლა დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ. 23 წლის სერჟანტმა 2008 წლის აგვისტოს ომში ის გააკეთა, რასაც ჩვენ წიგნებში, გმირთა შესახებ მოთხრობილ ისტორიებში ვკითხულობთ – სასტიკი წამების მიუხედავად, არ გატყდა და მტერს ქედი არ მოუხარა. გიორგი ანწუხელიძის გმირობა დარჩება საქართველოს ისტორიას და მომავალ თაობებს”, – აცხადებს კობახიძე. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა. ის საქართველოს მტრებმა წამების შედეგად, 9 აგვისტოს მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები