ახალ სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება

2017 სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება.

უფასო სახელმძღვანელოებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მიიღებს. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე და ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეებს.

2017 სასწავლო წლისთვის 4 724 660 წიგნი, რვეული და ტესტი დაიბეჭდა. სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თითოეული მოსწავლისათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოების პაკეტში იქნება როგორც გამოყენებული, ასევე ახალი წიგნები. სკოლები მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს თავად უნაწილებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები