გაემგზავრე ვენაში მხოლოდ 300 ლარად -თიბისი ბანკის აქცია „ერთგული ბარათის” მფლობელებისთვის

თიბისი ბანკი „ერთგული ბარათის” მფლობელებს სპეციალურ აქციას სთავაზობს და ვენაში გამგზავრების შესაძლებლობას მინიმალურ ფასად აძლევს.
ბანკის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, 16 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით, ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით მხოლოდ 300 ლარადაა შესაძლებელი.
გამგზავრების პერიოდი 28 სექტებერი-2 ნოემბერია. ფრენებს ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ყოველ ხუთშაბათსა და კვირას განახორციელებს.
აქციის ფარგლებში, „ერთგული ბარათის” მფლობელებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელით. ავიაბილეთების შეძენისას, მათ საჩუქრად თიბისი დაზღვევისგან 15 დღიანი სამოგზაურო დაზღვევაც გადაეცემათ.
აქციაში თიბისი ბანკის შემდეგი საკრედიტო ბარათებია ჩართული:
· საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი პლატინუმი
· საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი გოლდი
· საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი კლასიკი
„ერთგული ბარათის” მფლობელებს ერთდროულად ორი ავიაბილეთის შეძენა შეუძლიათ. (აუცილებელია, რომ ერთ-ერთი მგზავრი თავად იყოს). თუმცა, რაოდენობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ ბილეთებს ოჯახის წევრებისთვის ყიდულობთ.
ავიაბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, აქციაში 120 ბილეთი მონაწილეობს. ასე რომ იჩქარეთ, შეიძინეთ ავიაბილეთები, დააგროვეთ ქულები და გახდით დაუვიწყარი თავგადასავლის მონაწილეები „ერთგულ ბარათთან” ერთად.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე- www.ertguli.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები