SPAR-ის რიგით 31-ე მარკეტი ვაჟა-ფშაველაზე გაიხსნა

0

სპარის რიგით 31-ე მარკეტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან (ვაჟა-ფშაველას №67) გაიხსნა. მაღაზიის გახსნაზე „სპარი“ ერთგულ მომხმარებლებს საკუთარი წარმოების ტორტითა და სანგრიით გაუმასპინძლდა.

დღეიდან საბურთალოს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დააგემოვნოს უგემრიელესი იტალიური პიცა, ფრანგული კრეპი, პურ-ფუნთუშეულობა, ნამცხვრები, ცხელი და ცივი კერძები საბურთალოს „სპარის“ ფილიალში. „სპარის“ საკუთარი წარმოების ხაზი 350-მდე პროდუქტს მოიცავს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პოპულარობით სარგებლობს.

„სპარ-საქართველო“ რეგიონულ განვითარების პროექტს აგრძელებს და წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით კიდევ 18 მარკეტის გახსნას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი