ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის 90 % – იანი დამწვრობა მიიღო

0

ბათუმში, თხევადი გაზის სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. იგი კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნური მართვის სუთქვის აპარატზეა მიერთებული. როგორც „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა განუცხადა, პაციენტს სხეულის 90-პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება. მისი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. „პაციენტი უკიდურესად მძიმეა, მას სხეულის 90-პროცენტი დამწვარი აქვს და ხელოვნური მართვის სუნთქვაზე იმყოფება. როგორც კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდება, თბილისის დამწვრობის ცენტრში რეანომობილით გადავიყვანთ“, – აღნიშნა კლინიკის დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 საათის წინ, ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. მან ხანძრის შედეგად ინტოქსიკაცია მიიღო. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო ექიმთა ბრიგადამ მეხანძრეს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუატარა. ცეცხლი სადგურთან მდებარე სახლებს წაეკიდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძრის შედეგად ერთი სახლი მთლიანად დაიწვა, ორ სახლი კი – ნაწილობრივ.

კომენტარები

კომენტარი