ლიზი ბუდაღაშვილი – კონკურს „თბილისში“ გამარჯვებამ წერის სურვილი აღმიძრა

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი – 2016″-ის ნომინაციაში „ესსე“ გამარჯვებული ლიზი ბუდაღაშვილი აცხადებს, რომ კონკურში გამარჯვებამ კიდევ უფრო გაუღვიძა წერის სურვილი და მიაჩნია, რომ „თბილისი“ ობიექტური და კარგი კონკურსია.
როგორც ლიზი ბუდაღაშვილი აცხადებს, შარშანდელ კონკურსში მან ბედი სხვა ნომინაციაშიც სცადა, თუმცა გამარჯვება ესსემ მოუტანა.
„კონკურსში გამარჯვებამ კიდევ უფრო მეტად აღმიძრა წერის სურვილი. მართალია, მანამდეც ვწერდი, დიდი ხანია ვწერ, მაგრამ ერთგვარი წახალისება იყო სამომავლოდ შემოქმედებისათვის. ამასთანავე, დავრწმუნდი, რამდენად გულუხვი და ხელგაშლილი კონკურსია. ძალიან კარგი საჩუქრები გადმომცეს. შარშან ფერწერის კატეგორიაშიც ვცადე ბედი, თუმცა გამარჯვება ესემ მომიტანა. მე წინა წელსაც გავაგზავნე ესე, მართალია ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ესსეს კატეგორიაში ცოტანი ვმონაწილეობდით და ყველანი დაგვასაჩუქრეს“, – აცხადებს იგი.
ლიზი ბუდაღაშვილმა სკოლა წელს დაამთავრა. კონკურს „თბილისში“ მონაწილეობას მომავალაშიც აპირებს, თუმცა მოსწავლის რანგში უკვე აღარ.
ამბობს, რომ პროზისა და მხატვრობის გარდა მუსიკასაც წერს და ამ სფეროებშიც ცდის ბედს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები