შსს-მ სურამში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა (ვიდეო

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, ავტომობილ „ნისან ტიდათი“ მოძრაობისას, გ.ჩ. ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე დედა-შვილს – 1979 წელს დაბადებულ შ.მ.-ს და 2012 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს დაეჯახა. ისინი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

https://www.youtube.com/watch?v=u6P3qEMf9S8&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები