სურამში ავარიას ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის ოჯახის წევრები ემსხვერპლნენ

სურამში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დედა-შვილი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილები ჩოხატაურელები არიან – საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის, მიხეილ უნგიაძის მეუღლე – შორენა მეგრელიშვილი და მისი 5 წლის გოგონა.
შემთხვევა დღეს, რადენიმე წუთის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილი ბორდიურზე მიდიოდა, რა დროსაც მათ ავტომობილი დაეჯახა.
„არ ვიცით, ეს შემთხვევა როგორ მოხდა, ჩვენც გავიგეთ მომხდარის შესახებ. ამ წუთებში გარდაცვლილის მეუღლე – მიხეილ უნგიაძე გზაშია, სურამისკენ მიემართება“, – ამის შესახებ „კვირას“ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ მამალაძემ განუცხადა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 7-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მძღოლის ვინაობა დადგენილია,  ის ამ ეტაპზე, პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები