ტანზანიის დელეგაციამ ეროვნული არქივის პავილიონი დაათვალიერა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ტანზანიის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა.
სტუმრებმა პავილიონში მიმდინარე გამოფენა, მედიათეკა და წიგნების მაღაზია დაათვალიერეს, ინფორმაცია საგამოფენო პავილიონის კონცეფციისა და აქ მიმდინარე აქტივობების შესახებ მიიღეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები პავილიონის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებული გამოფენით – „ჩემი ერთი დღე ქუჩაში“ დაინტერესდნენ, სადაც დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლის ბენეფიციარების მიერ გადაღებული 30 მხატვრული ფოტოა წარმოდგენილი. მოზარდების გადაღებული ფოტონამუშევრების გამოფენა 10 აგვისტომდე გაგრძელდება.
ტანზანიის რესპუბლიკის დელეგაციას ტანზანიის მიწის, ბინათმშენებლობის და დასახლებათა განვითარების სამინისტროს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი შაბან პაზი ხელმძღვანელობს.
ვიზიტი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საფრანგეთის გეოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამსახური (IGN FI) ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები