მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედა, რომელიც, პილოტირების რეჟიმში ოთხი პროფესიული სასწავლებლისა და ექვსი საჯარო სკოლის მონაწილეობით განხორციელდა.
ინოვაციური მიდგომით განხორციელებული კურსი, ორი თვის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეების მხრიდან პროფესიულ სასწავლებლებში (კვირაში ორჯერ) ადგილზე მინიმუმ ორი განსხვავებული პროფესიის პრაქტიკულ მოსინჯვას მოიცავდა.
პროცესის მონიტორინგმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს მნიშვნელოვნად შეეცვლათ დამოკიდებულება პროფესიული განათლების და ზოგადად, სხვადასხვა პროფესიების მიმართ. ისინი დაეუფლნენ ელემენტარულ უნარებს როგორც მებაღეობის, ასევე ცხოველების მოვლის, კულინარიის, ხეზე მუშაობის და სხვა მიმართულებებით, რაც მათთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
ახალ ინიციატივას მიეძღვნა კონფერენციაც, რომლის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის პროფესიული უნარების განვითარების კურსების პილოტირების შედეგების გაცნობა.
იმისათვის, რომ სკოლებსაც მიეცემათ საშუალება მოსწავლეებს შრომითი უნარები განუვითარონ და პროფესიების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნული მეთოდოლოგიის კიდევ უფრო მასშტაბურად დანერგვის საკითხებზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები