გიორგი მარგველაშვილი: ვფიქრობ, მემკვიდრეობის ნაწილი უკვე ავაშენე

„ვფიქრობ, მემკვიდრეობის ნაწილი უკვე ავაშენე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამერიკის ხმასთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ამავე ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით.
„გულწრფელად არ ვიცი, ამ კითხვაზე დღეს პასუხი არ მაქვს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, მემკვიდრეობად რის დატოვებას ისურვებდა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ასე პასუხობს:
„ვფიქრობ, მემკვიდრეობის ნაწილი უკვე ავაშენე, როგორც პრეზიდენტმა, რომელმაც პოლიტიკური დისკურსის მიუხედავად, ყველა პარტიის მიღება შეძლო და მხოლოდ და მხოლოდ ერის სამსახურში იდგა. ეს ახალი პრეცედენტი იყო და მჯერა, რომ ნაბიჯის გადადგმა ამ მიმართულებით შევძელი. ეს არის ნაბიჯი ევროპული კულტურისკენ და პოლიტიკური ურთიერთობებისკენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები