წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

აგლაძის ქუჩაზე, წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში ხანძარი ქოხს გაუჩნდა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე 2 სახანძრო ბრიგადა ბრიგადა მუშაობდა. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მომხდარის შედეგად ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები