სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

კორეისტიკის აკადემიის (The Academy of Korean studies) მიწვევით და დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, სადაც ქართული მხარისთვის, განათლების სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მასპინძლების მხრიდან დიდი იყო დაინტერესება საქართველოს განათლების სისტემით და ამ კუთხით მიმდინარე რეფორმებით. შეხვედრებზე გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც ზოგად, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებით, რაც გულისხმობს გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას, ერთობლივი კონფერენციების ორგანიზებას და გამოცდილების გაზიარებას. საქართველოს დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კორეის განათლების სისტემას, სისტემაში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. კორეისტიკის აკადემიის დირექტორის ინიციატივით, მომავალი წლისთვის კორეაში დაიგეგმება საქართველოს კვირეული, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ყოფის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და, შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები