ილია მეორე: მძიმე გზა გამოიარა ჩვენმა ერმა და ეკლესიამ, მაგრამ ძალა ღვთისა იყო ყველაზე ძლიერი

სვეტიცხოვლის ტაძარში ილია მეორის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით წირვა დასრულდა. წირვის შემდეგ, პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა. ”როდესაც ჩვენ ვუყურებთ წარსულს და დღევანდელ დღეს, ჩვენ გვეთქმის მხოლოდ ერთი – დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. მართლაც მძიმე გზა გამოიარა ჩვენმა ერმა და ეკლესიამ, მაგრამ ძალა ღვთისა იყო ყველაზე ძლიერი, ძალა ღვთისა ფარავდა ყველაფერს და აი, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა სუფევს დღეს საქართველოში“, -აღნიშნა ილია მეორემ და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. „ყველას გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღეს, ყველას გილოცავთ წმინდა ილია მართლის დღეს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები