ილია მეორემ მრევლს ილიაობა მიულოცა

სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო ლიტურგია დასრულდა. წირვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ილია თეზბიტელისა და ილია მართლის ხსენების დღე მიულოცა. პატრიარქმა ეკლესიის როლსა და ისტორიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ერმა და ეკლესიამ მძიმე გზა გამოიარა, მაგრამ დღესდღეობით ღვთის წყალობა სუფევს საქართველოში.
“როცა ვუყურებთ ჩვენ წარსულს და დღევანდელ დღეს, გვეთქმის მხოლოდ ერთი – დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მართლაც, მძიმე გზა გამოიარა ჩვენმა ერმა და ეკლესიამ, მაგრამ ძალა ღვთისა იყო ყველაზე ძლიერი, ძალა ღვთისა ფარავდა ყველაფერს და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა დღეს სუფევს საქართველოში. ყველას გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმტეყველის დღეს, ყველას გილოცავთ ილია მართლის დღეს, დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა”, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები