რა მიზნით შეხვდა „ოცნების“ წევრი ზურაბ ადეიშვილსა და დავით ბაქრაძეს – ტელეკომპანია „იბერიას“ ექსკლუზიური ინტერვიუ

რა მიზნით შეხვდა ზურაბ ადეიშვილსა და დავით ბაქრაძეს, რას სთავაზობდა მიხეილ სააკაშვილი, რას საქმიანობდა საპატრიარქოში, როგორ გახდა გავლენიანი პოლიტიკოსი და არსებობს თუ არა მასზე კომპრომატები? – ყველა ამ კითხვას პასუხი გადაცემაში – „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ გაეცემა, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში საღამოს, 21:30 სააათზე გავა. ამასთან, როგორც გადაცემის ავტორი და პროდიუსერი, ვანო პავლიაშვილი ამბობს, მისი რესპონდენტი 20-წლიანი პოლიტიკური მოღაწეობის სხვა უცნობ დეტალებზეც ისაუბრებს. შეგახსენებთ: „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ტელეკომპანია „იბერიას“ ახალი რეიტინგული პროექტია. ყველა ინტერვიუ ეთერში დამუნონტაჟებელი გადის და სტუმრები ისეთ თემებზე ლაპარაკობენ, რომელთა შესახებაც საჯაროდ არასოდეს ულაპარაკიათ. გადაცემის სტუმარი უკვე არაერთი ცნობილი ადამიანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები