“წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ქალაქს 2,5 ჰექტარზე მეტი დაუბრუნდა”

დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან სარეკრეაციო სივრცის სახით დედაქალაქს კიდევ 1,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა.
როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, სწორედ ეს იყი მისი წინასაარჩევნო დაპირება. მისივე თქმით, მოლაპარაკება კიდევ ერთ კერძო მესაკუთრესთან დასრულდა, 1,5 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე. როგორც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰექტარზე მეტი დაუბრუნდა.
„იცით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად და ჩემი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, წინა ხელისუფლებების დროს გასხვისებული დიღმის ტყე-პარკის 1 ჰექტარი ტერიტორია ქალაქს სარეკრეაციო სივრცის სახით დავუბრუნეთ და დღეს მინდა, დიდი სიამაყით გამცნოთ, რომ დასრულდა მოლაპარაკება კიდევ ერთ კერძო მესაკუთრესთან 1,5 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე. ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰექტარზე მეტი დაუბრუნდა და მე მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება. დიღმის ტყე-პარკი უნდა დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს. გამოსყიდულ მიწის ნაკვეთებზე უახლოეს პერიოდში საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. შესაბამისი ხელშეკრულების პირობები თბილისის საკრებულოს შესათანხმებლად წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები