დავით ნარმანია: პეკინის ქუჩაზე მიმდინარე პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების 90%-ზე მეტი დასრულებულია

„მიმდინარე კვირიდან, „ჯივიპი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს დაიწყებს. პროცესი მიმდინარეობს დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია შეჯამებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი. ნარმანიას თქმით, დარჩენილია მიცკევიჩის ქუჩის გზაჯვარედინი, რომელიც დასრულდება რამდენიმე დღეში.
,,ყველას მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია და აქვე გეტყვით, რომ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მიმდინარე კვირიდან, „ჯივიპი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს დაიწყებს. პროცესი მიმდინარეობს დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რათა 10 სექტემბრისთვის, სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენმა თანამოქალაქეებმა პეკინზე შეუფერხებლად გადაადგილება შეძლონ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს კვლევა პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების თაობაზე”,- განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები