თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
„ნაძალადევის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30-დან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, სვირის, ლისაშვილის, ასურეთის, სანავარდოს, თოდრიას, კიშინიოვის, ლიუბოვსკის, მირზაანის, წერონისის, ლაითურის და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:45-დან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, დარკვეთის, სვირის, ასურეთის, გეგუთის, კიშინიოვის და ლიუბოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს. 15:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის ზემო დასახლების და ლიუბოვსკის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV მიკრორაიონის, ბარისახოს, ულიანოვის და ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მერვე ლეგიონის დასახლების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის, ცურტაველის და გიორგი მერჩულეს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხონელის, სოღანლუღის, ტაბახმელას, ხარფუხის, ცურტაველის და გრიშაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილი-3 VIII კვარტალის, მელითონეების ქვემო დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, გარდაბნის გზატკეცილის, შუამთის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:30-დან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის და ჭიათურის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00-დან 14:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები