არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა კალათბურთი პროფესიონალებთან ერთად ითამაშეს

N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და თექვსმეტწლამდელთა ნაკრების მოთამაშეები ესტუმრნენ.
სპორტსმენები მსჯავრდებულებს პროექტის „ჩვენ ერთად ვართ“ ფარგლებში ეწვივნენ და მათთან ერთად ერთი დღე გაატარეს. ახალგაზრდა კალათბურთელებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთად სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, ითამაშეს კალათბურთი და მაგიდის ჩოგბურთი.
სტუმრები გაეცნენ დაწესებულების ინფრასტრუქტურას, დაათვალიერეს საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ვიდეო პაემნების ოთახი და ხეზე კვეთის სახელოსნო. შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს კალათბურთის ბურთები და მაისურები გადასცეს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები