მაიკ პენსი: საქართველომ განიცადა არაჩვეულებრივი წინსვლა გასული 5 წლის მანძილზე და ეს მნიშვნელოვანი პროგრესი გაამყარებს ნატოს წევრობის განაცხადს

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდროდ მუშაობას ამ პრემიერ-მინისტრთან და ზოგადად, საქართველოს მთავრობასთან, რათა განვავითაროთ ის მიმართულებები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“, -განაცხადა პენსმა.
ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველომ არაჩვეულებრივი წინსვლა განიცადა.
„ჩვენ ვთვლით, რომ საქართველომ განიცადა არაჩვეულებრივი წინსვლა, არა უბრალოდ გასული 25 წლის განმავლობაში, არამედ გასული 5 წლის მანძილზე. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი პროგრესი გაამყარებს ნატოს წევრობის განაცხადს“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები