თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის ცნობით, ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კავთისხევის, მახინჯაურის, დეპოს, საყვირის, კოხრეიძის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიდიას, ქებურიას, სტურუას, მახალდიანის, კიკნაძის და ჩხიკვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III და VII კვარტლების, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, ლებანიძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IIIა, V მიკრორაიონების და ნანეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების და სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, სამგორის დასახლების, ლაღიძის ჩიხის, წულუკიძის და 17 შინდისელი გმირის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ქებურიას, ქიზიყის და ხვედელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები