სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის FAPAS მიერ ჩატარებული PT (proficiency test) პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით უმაღლესი შეფასება და კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. სურსათის კვლევის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, რძის ფხვნილში ოქროსფერი სტაფილოკოკის ბაქტერიის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ანალიზზე პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს.
პროფესიულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ. მონაწილეთა მიერ შედეგების წარდგენის შემდეგ ხდება შედეგების სტატისტიკური დამუშავება, დგება საბოლოო ანგარიში და ლაბორატორიის საქმიანობის ხარისხის შეფასება.
მიმდინარე წლის მონაცემებით, სურსათის კვლევის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა წარმატებით გაიარეს პროფესიული ტესტირება 5 სხვადასხვა მეთოდზე.
აღნიშნული კვლევები ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ იმ ISO 17 025 – ის სტანდარტებს, რომლითაც უმაღლესი აღიარების ტესტირების და რეფერალური ლაბორატორიები სარგებლობენ.
პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის შეთავაზებული ტესტირების უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები