მაიკ პენსი: შემდეგი გაჩერება საქართველოა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი ესტონეთში დასრულდა. როგორც ვიცე პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს, „შემდეგი გაჩერება საქართველოა“.
ესტონეთში სიტყვით გამოსვლისას მაიკ პენსმა ნატოს საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთი აღმოსავლეთ მეზობლისგან მნიშვნელოვან საფრთხეს განიცდის.
„ჩვენ ახლა ერთად ვდგავართ, რადგან ვიცით, რომ დღეს ნატო ძლიერი, ერთიანი და უფრო საჭიროა, ვიდრე ეს მეოთხედი საუკუნის წინ კომუნიზმის დაცემის შემდეგ იყო. არ არსებობს იმ საფრთხეზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ის აგრესია, რომელიც თქვენი აღმოსავლეთ მეზობლისგან მოდის. დღეს რუსეთი ცდილობს შეცვალოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ძალის გამოყენებით, ძირი გამოუთხაროს სუვერენული სახელმწიფოების დემოკრატიას და ხელი შუწყოს ევროპის დაყოფას, დაუპირისპიროს ქვეყნები ერთმანეთს. პრეზიდენტ ტრამპის მეთაურობით, აშშ ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას, მუქარას, ზეწოლას ბალტიის სახელმწიფოებსა და ჩვენს ნებისმიერ მოკავშირეზე“, – განაცხადა მაიკ პენსმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს საქართევლოში დაახლოებით, 19:00 საათისთვის ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები