კახეთში მგლებმა ჯერ ძაღლები, შემდეგ კი მამაკაცი დაგლიჯეს

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ადგილობრივებმა მგლებისგან დაგლეჯილი 70 წლის მამაკაცი იპოვეს.
ცხედარი ვენახში მდგარ საყარაულო ჯიხურში აღმოაჩინეს.
თვითმხილველების თქმით, მგლებმა ჯერ დარაჯის ძაღლები დაგლიჯეს, შემდეგ კი ფანჯრიდან საყარაულო ჯიხურში შეღწევა მოახერხეს და მამაკაცი დაგლიჯეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები