ნინო გოგუაძე და ზვიად ძიძიგური ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებიან

30 ივლისს, ისრაელში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ზვიად ძიძგური და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე.
ქართული დელეგაციის წევრებმა პირველი შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ ციპი ხოტოველთან გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ისრაელს შორის არსებულ მრავალწლიან, მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე. ციპი ხოტოველმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკის, განათლების, უსაფრთხოების და სოფლის მეურნეობის საკითებში ორმხრივი თანმშრომლობის უპირატესობებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ის მეტად გააქტიურებული ურთიერთობები, რომელიც ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს უფრო ინტენსიური გავხადოთ და თანამშრომლობის მეტი ფორმატი შევქმნათ. მაღალი ტექნოლოგიების განვითარება-გამოყენება, რომელიც ასე პრიორიტეტულია ისრაელისთვის, ასევე პრიორიტეტულია საქართველოსთვის და ჩვენ ტექნოლოგიების განვითრებისთვის გვჭირდება სწორედ ისეთი მაღალ განვითარებული ქვეყნის მხარდაჭერა, როგორიც ისრაელია“ – განაცხადა ზვიად ძიძგურმა.
საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვედრა ჰქონდათ, ასევე ისრაელის მაღალი ტექნოლოგიების განვითარების კომპანია „Mobeye”-ის წარმომადგენლებთან. მსოფლიო ბაზარზე „Mobeye“ არის ლიდერი კომპანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის ე.წ ჭკვიანი კამერების გამოყენების სფეროში.
კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოსთან სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და ისაუბრეს კომპანიაში ქართველი სტუდენტების და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის სტაჟირების გავლის შესაძლებლობაზე.
საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი ისრაელში ქნესეთის პარტია – LIKUD-ის წევრების მიწვევით ხორციელდება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები