ცნობილი კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვეს

გაუჩინარებული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი გამოჩნდა.
ინფორმაცია „კვირას“ბესიკ დუღაშვილის დამ ანა დუღაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ბესიკ დუღაშვილი ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება.
„დედაომ შეგვატყობინა, რომ მონასტერშია. ჯერ არ ვიცით რომელ მონასტერში. მთავარია, რომ ცოცხალია“, – აღნიშნა ანა დუღაშვილმა.
ბესიკ დუღაშვილს სამართალდამცავები და ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები