ხვალ რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

1-ელ აგვისტოს, რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
შეზღუდვა 00:00 საათიდან 05:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრანსპორტი მოძრაობას შეძლებს რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული შეზღუდვა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლებას უკავშირდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები