ბოსტნეულსა და ხილზე ფასებმა მოიმატა

​ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული „თვის მიმოხილვის“ მიხედვით, 2017 წლის ივნისში წინა წლებთან შედარებით ხილსა და ბოსტნეულზე ფასების მომატება იგრძნობა.
ბანკის ინფორმაციით, ფასები ხილსა და ბოსტნეულზე თითქმის 34%-ით არის გაზრდილი. ბანკი ასევე სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტზე არსებულ ფასების ცვლილებებს აქვეყნებს.
„ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით ბოსტნეულსა და ხილზე საერთო ჯამში ფასებმა საგრძნობლად იმატა. თითქმის 34 პროცენტით გაძვირდა „ბოსტნეულის“, ხოლო 16 პროცენტით „ხილის“ ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები. თითქმის 10 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 0.6 პ.პ შეადგინა.“-ნათქვამია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს ინფლაციამ 7.1 % შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4 პროცენტით დაიკლო. წლიურად ფასების მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით და ასევე ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული. წლიური ინფლაციიდან 2.6 პროცენტული პუნქტი პროდუქტების გაძვირებაზე მოდის, 2.7 პ.პ – სურსათის, ხოლო 1.8 პ.პ – დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე. ბანკის ინფორმაციითვე 11%-ით არის მომატებული რძის პროდუქტებზეც. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები