როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – გრძელვადიანი პროგნოზი

დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“31 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38 გრადუსი იქნება.
1 – 2 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. 2 – 6 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში ძირითადად +34, +39 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო სანაპირო რაიონებში რამდენიმე გრადუსით დაბალი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები