დავით ბაქრაძე: უმთავრესი საკითხი, რომელსაც მაიკ პენსთან შეხვედრისას დავაყენებთ, მცოცავი ოკუპაცია იქნება

აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტისას უმთავრესი საკითხი, რასაც ქართული მხარე შეხვედრებისას დააყენებს, მცოცავი ანექსია იქნება.
შესაბამისი განცხადება აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.
„ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის დაწყებიდან ექვს თვეში, არის განსაკუთრებული გზავნილი ამ ორმხრივი ურთიერთობის ძალიან მაღალი მნიშვნელობისა. ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის შეხვედრა უკვე მესამედ შედგება, მეტყველებს იმ მაღალ დინამიკაზე, რომელიც ურთიერთობებში გვაქვს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან.
პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის დროს და ასევე, რასაკვირველია, მაიკ პენსის თბილისში ვიზის დროს, მიმდინარე ოკუპაცია, მცოცავი ოკუპაცია იქნება უმთავრესი საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ ამ შეხვედრისას“, – განაცხადა ბაქრაძემ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს დღეს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები