კომპანია „მცხეთის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, კომპანია “მცხეთის წყალი” სამხედროს ქუჩაზე, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამაუშაოებს განახორციელებს. მოძველებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა განახლდება და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, საღამოს 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ მცხეთას.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „მცხეთის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11 და ფეისბუქის საშუალებით.
კომპანია „მცხეთის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები