მაკა ჩიჩუა „ქალები საქართველოდან” ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პლატფორმა „ქალები საქართველოდან” ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც ქალების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა.
მაკა ჩიჩუამ ფილმის შემდეგ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ფილმში, რომელიც რეჟისორმა სალომე საღარაძემ გადაიღო, საქართველოში მცხოვრები ქალების ისტორიებია მოთხრობილი.
„ფილმში მოხდა მოკლე ვიზუალიზაცია იმ ისტორიების, რომლებიც მანამდე გავიცანი ასეთი სათაურით „ქალები საქართველოდან”, სადაც ერთიანდებიან ქალები და ჰყვებიან თავიანთ სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე, აქ არ არის კონკრეტიკა და ამიტომ ძალიან საინტერესოა. ისინი გვიამბობენ გულწრფელად იმაზე, რაც მათ ძალიან აწუხებთ. ზოგი პრობლემა ჩვენთვის ნაცნობია და ჩვენს გვერდზეც ხდება, ზოგი კი შეიძლება იყოს სრულიად განყენებული. სწორედ იმიტომ არის ეს პროექტი საინტერესო, რომ აერთიანებს სულ სხვადასხვა ტიპის საკითხებს.
ამაზე ყვებიან პირდაპირ, თამამად, გულწრფელად და ეს ხდება იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს წარმოდგენა, თუ რა ყოფაში შეიძლება იყვნენ ქალები საქართველოში,”-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
როგორც ღონისძიების ერთერთმა ორგანიზატორმა იდა ბახტურიძემ აღნიშნა, რომ
ქალებს შორის სოლიდარობა მაშინ ჩნდება, როდესაც ერთმანეთს ვესაუბრებით ღიად ჩვენს შესახებ, ჩვენს ხედვებზე.
პლატფორმა „ქალები საქართველოდან” არის სივრცე ქალებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები