თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს. 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, ვანო სარაჯიშვილის, ტარიელის, ცხემის, რიწის და ბორბალოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველოს დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის და ბესიკ გეთიას ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ისნის, ფერიცვალების, მეტეხის და ჩეხოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, სადგური ლილოს და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აჭარის, სამშვილდეს, წყაროს, არგვეთის, ხუდადოვის, ზაზიშვილის და ტყეკულტურის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები