ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი გზა აშენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალ გზას აშენებს.
უწყების ინფორმაციით, სოფლების – ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაწყებულია. 3 კმ-იანი გზის ამ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, შიდა გზებზე არსებულ ვითარებას და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო. სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლები – ბოხვაური და შემოქმედი ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდებიან.
წლის ბოლოდან, ადგილობრივი მოსახლეობა ახალი გზით შეძლებს სარგებლობას, რაც მაცხოვრებლებს გააუადვილებს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ უბნებთან მიმოსვლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები