მაიკლ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით, შსს თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს

31 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.
უწყების ინფორმაციით, 31 ივლისს 10:00 საათიდან 1 აგვისტოს 17 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე; 31 ივლისს 20:00 საათიდან 1 აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი; 31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები