რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ამავე რაიონის, კერძოდ კი, ი. მეუნარგიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმციით, შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დეპუტატმა ქუჩის მაცხოვრებლებს სამი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა და მოსახლეობის შეკითხვებს, რომლებიც, ძირითად, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და კეთილმოწყობის საკითხებს შეეხებოდა, ამომწურავი პასუხები გასცა.
როგორც რიმა ბერაძემ აღინიშნა, მეუნარგიას ქუჩის მოსახლეობის მხრიდან საკრებულოს წევრის სამაჟორიტარო ბიუროში შესული განცხადებების უდიდესი ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია.
შეხვედრის დასასრულ, საკრებულოს მაჟორიტარი წევრი მოქალაქეებს სამაჟორიტარო ვადის ამოწურვამდე, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას დაპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები